Monday, November 30, 2015

პროექტის პრეზენტაცია

27 ნოემბერს ზესტაფონის #6 საჯარო სკოლაში ჩატარდა პროექტის პრეზენტაცია. სადაც მოწვეულნი იყვნენ: ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ბატონი თორნიკე კახნიაშვილი,  სკოლის დირექტორი ნანა სარალიძე, სკოლის პედაგოგები და მშობლები.



Sunday, September 13, 2015

მე-9 დღე



გადავხედეთ ჩვენს საქაღალდეებს, კიდევ ერთხელ გადავამოწმეთ თითოეული დოკუმენტი. მოვუსმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციებს. გავაკეთე  ჩემი პროექტის პრეზენტაცია. ავტვირთე დრაივერზე და გამოვაქვეყნე ბლოგზე.

Tuesday, September 8, 2015

მერვე დღე

კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი პროექტის პროცედურებს,ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, სპეციალური საჭიროების მქონე, ნიჭიერი და არაქართულენოვანი მოსწავლეების პროექტში ჩართვისათვის საჭირო აქტივობებზე,ასევე ფასილიტატორ მასწავლებელზე.

Friday, September 4, 2015

მეშვიდე დღე

გავაკეთეთ აქტივობა ,,დაწყვილდი, დაფიქრდი,  გაუზიარე." ვისაუბრეთ შეფასებებზე.

Wednesday, September 2, 2015

მე-6 დღე

დღეს ვიყავით მოსწავლის როლში და შევქმენით ელექტრონული გაზეთი ერთი კონკრეტული ჯგუფისთვის.

Monday, August 31, 2015

მეხუთე დღე

დღეს ვისაუბრეთ საავტორო  უფლებებზე და გამოყენებული ლიტერატურის მარტივ
შაბლონზე. ამის შემდეგ ავტვირთეთ დრაივი და მბდ კოდით გამოვაქვეყნეთ ბლოგზე .